ხმაურია თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯაფარიძისა და მოსიაშვილის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრების – ზურაბ-გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის პროცესი მიმდინარეობს მანდატურებსა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
ხმაური დარბაზში დაიწყო და სასამართლოს დერეფანში გაგრძელდა. სიტუაციის განმუხტვას მანდატურები ცდილობენ.
სხდომაზე ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც ნიკა მოსიაშვილს მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა, მოსამართლემ კი, მოწოდებების მიუხედავად, პროცესის შეჩერებაზე უარი თქვა.
ამ წუთებში მოსამართლე სათათბიროდაა გასული.