პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს
სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯაფარიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „ხალხის ძალის“ მიერ საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, ადმინისტრაციული მუხლით აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეა დაკავებული.