საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ექვსივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლითაა დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიიღო.