დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში – დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი, ერთი პირი კი დაშავდა.

შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული ბათუმის კლინიკა “მედცენტრშია” გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები