თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დაჭრას წინ რაიმე უთანხმოება არ უძღოდა.

სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.

დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები