ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, რომელშიც ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ადგილობრივი ანსამბლები, ფოლკლორული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.