ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დაკავებული 36 პირიდან 7 გათავისუფლებულია. ადმინისტრაციულ პატიმრობაში ამ დრომდე 29 ადამიანი რჩება.
თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
„კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ ყველა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.