შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 36 პირი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე სამართლდამცველებმა 36 პირი დააკავეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზეა დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები