პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ჟურნალისტები გაათავისუფლეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული ორი ჟურნალისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ „პუბლიკას“ დირექტორმა ზურაბ ვარდიაშვილმა „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლებმა შსს-ს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები