ხმაური პარლამენტთან – პოლიციამ სავარაუდოდ, აქციის კიდევ რამდენიმე წევრი დააკავა

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ხმაურია.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე წევრი დააკავა.

სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა პოლიციის მისამართით კვერცხები ისროლეს.

მანამდე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე – „არა რუსულ კანონს“, სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მას შემდეგ, რაც სხდომიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გააძევეს, მათ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია – „არა რუსულ კანონს“ დააანონსეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები