ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირი დააკავეს

თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 პირია დაკავებული.

მისივე თქმით, ოთხივე მათგანი წვრილმანი ხულილგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

„ამ ეტაპისთვის დაკავებულია 4 ადამიანი წვრილმანი ხულილგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, სადაც აქცია გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში. არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ გზის გახსნისაკენ, წესრიგისაკენ, ვინც არ დაგვემორჩილა, შესაბამისად იმოქმედეს. ამიტომ, მოვუწოდებთ თითოეულ აქციის მონაწილეს, თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები