თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სააკაშვილის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობა დაუსწრებლად განიხილა და საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები