ლაგოდეხში სამი პირი დაჭრეს
ლაგოდეხის ცენტრში სამი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება ჯერ სიტყვიერ, ხოლო შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.