ადვოკატი: არანაირი წერილი ბადრი ესებუას ამ ეტაპისთვის არავისთვის გადაუცია

არანაირი წერილი ბადრი ესებუას ამ ეტაპისთვის არავისთვის გადაუცია, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა, სოსო ჯანაშიამ განაცხადა.

მისი თმით, ბადრი ესებუას ადვოკატისთვის არ მიუცია უფლება, რომ ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინა.

„რაც შეეხება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს, ცოტა რთული საკითხია. ორი პროცესია კომენტარი არ გამიკეთებია, თუმცა ეს გაუგებრობა გრძელდებოდა. გუშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით საექსპერტო ნიმუშების აღებაზე, როდესაც ბადრი ესებუასთან იღებდნენ ნიმუშებს, ბუნებრივია, ამის შესახებ ვისაუბრეთ. სიუჟეტი, რომელიც გაავრცელეს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და ჩემთვის უცნობმა მეორე ადვოკატმა, რომელიც ასევე უცნობია ბადრი ესებუასთვის, რეალობას არ შეესაბამებოდა. არანაირი წერილი ბადრი ესებუას ამ ეტაპისთვის არავისთვის გადაუცია და გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს შეყვარებული ჰყავდა, ან შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და უნდოდა დაქორწინება, ამ ვითარებასთან დაკავშირებით, როგორც გავიგეთ, ბადრი ესებუას ადვოკატისთვის არ მიუცია უფლება, რომ ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინათ მისი ნებართვის გარეშე“, – განაცხადა სოსო ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ უარი განაცხადა თავისი ინტერესების ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ დაცვაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები