მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცოტნე ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნო
2023 წლის 1-ელ მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 9 თებერვალს, დაბა გუდაურში მომხდარ ფაქტზე, „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ცოტნე ჯაფარიძის მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტს პირველად ჰქონდა ადგილი, მიზანშეწონილი იყო მის მიმართ მსუბუქი ღონისძიების გამოყენება.
სასამართლომ სხდომაზე განმარტა, რომ ცოტნე ჯაფარიძის მხრიდან უტყუარად დასტურდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტი.