სასამართლომ ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა დღევანდელ სხდომაზე „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის უფლედამაცველმა არჩილ ჩოფიკაშვილმა დააყენა.

ადვოკატის განცხადებით, წინა სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების განხილვისას, დაცვის მხარის შუამდგომლობაზე მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა დაწერილი.

ბრალდების მხარე მოსამართლის აცილების შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა. პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარემ დასაბუთების გარეშე დააყენა აღნიშნული შუამდგომლობა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები