ესებუას საქმის პროკურორი: ბრალდების მხარე დღეს წარადგენს შუამდგომლობას განჩინების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის განცხადებით, ბრალდების მხარე დღეს წარადგენს შუამდგომლობას განჩინების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით.

“ბრალდების მხარე დღეს წარადგენს შუამდგომლობას განჩინების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, რის შემდგომაც გაგრძელდება საქმის განხილვა დაზარალებულთა გამოკითხვით. ოდოროლოგიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშები უკვე აღებულია და ექსპერტიზა დანიშნულია, თუმცა ჯერ პასუხი არ არის”, – ამბობს წერეთელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები