საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური ანკარას გუბერნატორის მოადგილე მურათ სოილუმ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელმა – სერჯან ჩიღგინიმ, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილემ – უღურ ურჰანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა – გოქან თურანმა გააცილეს.
ირაკლი ღარიბაშვილი ანთაქიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.