რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.
მომხდარის გამო, ავტომობილები დროებით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, თუმცა საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.