მაშველები ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ ქალს ეძებენ

ქობულეთში, ზღვაში ქალს ეძებენ.
თვითმხილველების თქმით, 35 წლის ქალი ზღვაში მეგობართან ერთად შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო.
მასთან ერთად მყოფი მეორე პირი ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც ირკვევა, ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა და ამ დრომდე გრძელდება.
შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები