საჩხერეში სპექტაკლის ,,ცა-ჩვენი ცხოვრების სარკე“ პრემიერა გაიმართა
საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული თეატრ „თე-არტისა“ და საჩხერის „დღის ცენტრის“ ბენეფიციარების ინტეგრირებული სპექტაკლის „ცა – ჩვენი ცხოვრების სარკე“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლის პრემიერას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, მისი მოადგილე ოთარ ომიაძე და საჩხერე ჭიათურა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მირანდა ჩუმაშვილი დაესწრო.
სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „მე ვხედავ მზეს“ მიხედვითაა შექმნილი. სცენარის თანაავტორია ნუნუ გოგოლიძე, რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი -კი ფიქრია ლომიძე.
მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა როგორც მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს და მასთან არსებულ „თე-არტს“, ისე დღის ცენტრის ხელმძღვანელობას.
“ყველა ადამიანშია ნიჭიერება, მაგრამ ამ ნიჭიერებას აღმოჩენა სჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ბავშვებში ეს ნიჭი აღმოაჩინა და დღეს ჩვენ ეს გვაჩვენა. ყოველთვის მზად ვიქნებით მოვუსმინოთ ახალ იდეებს და მხარი დავუჭიროთ მათ“ -განაცხადა ლევან ივანაშვილმა.
მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ფოიეში, პრემიერის პარალელურად, გაიმართა დღის ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.