ავტობანზე ხაშურთან ავარია მოხდა. უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავარიის გამო, მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდვებით ხორციელდება.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.