თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კუთვნილი სპეცავტომობილი ავტომაგისტრალზე მოძრაობისას ამობრუნდა, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალებაში მყოფი ერთი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორში, კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.