უამინდობის გამო, ქუთაისში ქალმა სამშობიარომდე მისვლა ვერ შეძლო და კლინიკის ეზოში იმშობიარა

მშობიარემ, რომელმაც უამინდობის მიზეზით სამშობიაროში დროულად მისვლა ვერ შეძლო, “კლინიკა ბომონდი”-ს ეზოში იმშობიარა და ვაჟი შეეძინა. ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

“მშობიარე მარტვილიდან კლინიკაში შემოვიდა ჭინთვებში, რის გამოც მისი გადაყვანა სამშობიარო ბლოკში ვერ მოესწო და მშობიარობის მიღება მოხდა ავტომობილში”, – ამბობს მეან-გინეკოლოგი, თეონა ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები