ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – დაშავებულია ოთხი ადამიანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ კორცხელში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მინივენი გზაზე მოცურდა და ხევში ჩავარდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.