ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – დაიღუპა 2 ადამიანი
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
შეჯახების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.
“კვირა” დამატებით დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.