ნასაკირალის საბავშვო ბაღს, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში 80 აღსაზრდელი დღეიდან სააღმზრდელო პროცესს ახალ გარემოში განაგრძობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღს, რომელიც გასულ წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
“რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი მერის მოადგილე ნათია გოლიაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილმა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა, მაკა ჭყონიამ დაათვალიერეს.
ნასაკირალის საბავშვო ბაღის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 75 979 ლარით დაფინანსდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.