საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის იანვრის მდგომარეობით ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის იანვრის მდგომარეობით ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.

როგორც პრესრელიზიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445.0 მლნ აშშ დოლარი (1190.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.7% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.0% მოდიოდა.

2023 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.3 მლნ აშშ დოლარი (70.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის იანვრის (23.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია.

ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიული პრესრელიზი ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები