ჩოხატაურში ჩასარიცხი აპარატი გაქურდეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში იუსტიციის სახლთან არსებული ჩასარიცხი აპარატი გაქურდეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.