ლადო ხინჩეგაშვილი პროექტის „აღმოაჩინე გორის“ პრეზენტაციას დაესწრო
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტის „აღმოაჩინე გორის“ პრეზენტაციას დაესწრო.
გორის მერიის ინფორმაციით, პროექტი „აღმოაჩინე გორი“ განახორციელა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, USAID-ისა და Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით.
“ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვისა და ქალაქის სტუმრებისთვის გორის მრავალსაუკონოვანი, მაგრამ მივიწყებული ისტორიის, ადგილობრივი ტრადიციების, გორში მცხოვრები და მოღვაწე გამოჩენილი ადამიანებების გაცნობას.
ამ პროექტის ფარგლებში, გორის ქუჩებსა და სკვერებში უკვე დაიდგა ათი საინფორმაციო დაფა, რომელზეც წარმოდგენილია საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები გორის შესახებ. დაფებზე ასევე დატანილია QR კოდებიც, რომელთა დახმარებითაც მოსახლეობას შეუძლია ასევე ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილ ვებ-გვერდზე ( www.gorimaps.ge) გადასვლა და მეტი ინფორმაციის მიღება.
ღონისძიება პროექტის პრეზენტაციის ფორმატი (Ted Talk) და ღონისძიების წამყვანი (ნიკო ნერგაძე) დამსწრე საზოგადოებას საშუალებას მისცემს უფრო მეტი გაიგოს ქალაქის ისტორიის, ტურისტული პოტენციალის, და, რა თქმა უნდა, უშუალოდ, ამ პროექტის შესახებ.
ღონისძიება დასრულდება გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.