ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში. მსუბუქი ავტომობილი 70 წლის ქალს დაეჯახა. მისი მდგომარეობა მძიმეა, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა უსაფრთხოების მართვის ცენტრში, 112-ში დარეკა, მანქანა დატოვა და მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.