კახეთის რეგიონულ ჩემპიონატზე ორმა ლაგოდეხელმა მოჭადრაკემ გაიმარჯვა
11-12 თებერვალს, თელავში გაიმართა კახეთის რეგიონალური ჩემპიონატი ჭადრაკში. სადაც მონაწილეობას იღებდნენ 12 და 14 წლამდე გოგონები და ვაჟები. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ჩემპიონატში ლაგოდეხის სახელით მონაწილეობდა 4 მოჭადრაკე:ლიკა ბუზალაძე, სოფია ლიმარი, ნათია ქშუტაშვილი და ალექსანდრე ტუმასოვი.
“12 წლამდე გოგონებში პირველი ადგილი ლიკა ბუზალაძემ მოიპოვა (არცერთი წაგებით 7/6,5)
14 წლამდე გოგონებში პირველი ადგილი სოფია ლიმარმა მოიპოვა (არცერთი წაგებით 7/6,5)
ჩემპიონატში პირველად მონაწილეობა მიიღეს ნათია ქშუტაშვილმა და ალექსანდრე ტუმასოვმა. ნათიამ 12 წლამდე გოგონებში 3 ქულა, ხოლო ალექსანდრემ 12 წლამდე ვაჟებში 2 ქულა დააგროვა.
ვულოცავთ კიდევ ერთ გამარჯვებას ჩვენს პატარა მოჭადრაკეებს და მათ მწვრთნელს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.