ხულოს მუნიციპალიტეტში, 2023 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 8 728 341 ლარია გათვალისწინებული
ხულოს მუნიციპალიტეტში, 2023 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 8 728 341 ლარია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, 2023 წელს გაგრძელდება მთებში ელექტროგადამცემი ქსელების მოწყობა-რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდება:
მთა თეთრობში, ელექტროგადამცემი ქსელების რეაბილიტაცია
მთა ზორტიყელში შიდა ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია
მთა ზედა და ქვედა ყორანაიაილებში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია
ვაშლოვანის და დიდაჭარის მთებში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია