ხულოს მერის ხელმძრვანელობით მოსალოდნენ დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის ხელმძღვანელობით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა.
ხულოს მერიის ინფორმაციით, შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მოსალოდნელ დიდთოვლობასთან დაკავშირებით მობილიზებულია ადამიანური რესურსი და შესაბამისი სპეცტექნიკა.
შეხვედრაზე შტაბის წევრებმა, დეტალურად განიხილეს მიმდინარე სამობილიზაციო სამუშაოები.
ამ ეტაპზე ცენტრალური, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები გახსნილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები