გურჯაანში სოფლის კრებები ამჯერად არაშენდის ადმინისტრაციული ერთეულში გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,
მორიგი შეხვედრები არაშენდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში
გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ზიარში, ფხოველში, ქოდალოში, არაშენდასა და დარჩეთში შეხვედრებს
მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი, თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
ადგილობრივებმა შეხვედრაზე მთავარ მოსაგვარებელ საკითხებად გზების
მოხრეშა, მოსაცდელის მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და სასაფლაოს
შემოღობვა დაასახელეს.
მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის ფარგლებში, 520 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც არაშენდის
ადმინისტრაციულ ერთეულში 68 000”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.