ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საელჩოს თანამშრომლები, მოსკოვში, რუსეთ-ჩინეთის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს თანამშრომლებმა, მოსკოვში, რუსეთ-ჩინეთის ჰუმანიტარული თანამშრომლობის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ჩინეთს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების დამყარებას, ასევე, ე.წ. რესპუბლიკაში მასტერკლასებისა და ლექციების ორგანიზებას.

მხარეებმა ასევე განიხილეს ჩინეთის მოქალაქეების ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები