“საქართველოს მთავრობა თანმიმდევრული პოლიტიკით ახორციელებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას” – თამარ იოსელიანი
“საქართველოს მთავრობა თანმიმდევრული პოლიტიკით ახორციელებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ეკონომიკის განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 13 წლის იუბილესთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც იოსელიანმა განაცხადა, გაზრდილია როგორც მგზავრთა ნაკადი, ასევე, ავიარეისების რაოდენობა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად კოვიდ პანდემიის შემდგომ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საშუალოდ დაახლოებით 35%-იანი ზრდა გვაქვს მგზავრთ ნაკადის მიმართულებით. პირველ 9 თვეს თუ ავიღებთ და წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, საქართველოს აეროპორტები მოემსახურა დაახლოებით 6 მილიონ ნახევარ მგზავრს და დაახლოებით აეროპორტებში ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა 18%-ით, მგზავრების რაოდენობა 14%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი წელი რეკორდულია და ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ველოდებით დაახლოებით 1 800 000 მგზავრს. რეკორდული მაჩვენებელი გვექნება ბათუმშიც და 1 200 000 მგზავრს ველოდებით“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.