ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე მანქანა არხში გადავარდა

ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე, ჭალადიდის მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები