ციხისძირში სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა
ციხისძირში სკვერის კეთილმოწყობა დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა – დიმიტრი ზურაბიშვილმა, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ერთად, სოფელ ციხისძირში სკვერის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით შესაბამისად მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანები ატრაქციონებით და ფანჩატურით, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგო კაუჩუკის ფილები.
დამონტაჟდა კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგო. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით და დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა, რომელიც მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა შპს ,,ლაგო“-მ განახორციელა.