გორში ანტონოვის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

გორში ანტონოვის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი პირი. პროექტის ფარგლებში, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად გათვალისწინებულია ტროტუარების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
ანტონოვის ქუჩა ერთმანეთთან თამარ მეფისა და სტალინის გამზირებს აკავშირებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 380 მეტრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები