გორში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. როგორც ცნობილია, 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 240-ე მუხლითაა დაწყებული.