ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა 1971 წლის 11 თებერვალს, სოფელ ღურტაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ 1971 წლის 11 თებერვალს, სოფელ ღურტაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ტრაგედიის ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე – რენარ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ნადიმ ვასაძე, მოადგილე – თამაზ აბაშიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სოფელ ღურტის მაცხოვრებლები იმყოფებოდნენ.
დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულმა ზვავმა სოფელ ღურტაში 22 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.