ილია მეორე – თურქეთის პრეზიდენტს: გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს და ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“მის აღმატებულებას, თურქეთის პრეზიდენტს, ბ-ნ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს – თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს.

ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ”, – აცხადებს პატრიარქი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები