ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ საავადმყოფოები ელექტროენერგიის გათიშვისთვის მომზადებული არიან
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. რესპუბლიკის რაიონებსა და ქალაქებში სამედიცინო დაწესებულებები ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებისთვის მომზადებული არიან.
როგორც მთავარი ექიმები ამბობენ, საავადმყოფოებში გენერატორების საკმარისი რაოდენობა აქვთ.
“ყველა აპარატი ნორმალურად მუშაობს, რაც საშუალებას აძლევს სამედიცინო დაწესებულებებს, უზრუნველყონ მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების სრული სპექტრი, გრაფიკის მოქმედების პერიოდში”, – ნათქვამია ე.წ. უწყების რელიზში.
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ელექტროენერგიის გათიშვის ახალი გრაფიკი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, ზოგ რაიონში ელექტროენერგია 7 საათის განმავლობაში იქნება გათიშული.