კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის მოტივზე გარკვეული ვერსიები გააჩნიათ

საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს, – ამის შესახებ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა.

„რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, – განაცხადა თეიმურაზ კალანდაძემ.

შეგახსენებთ, 20 იანვარს საგარეჯოში, ყოფილმა სამხედრომ ერთ-ერთი კორპუსიდან ცეცხლი გახსნა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა ამდენივე. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა, სახლში შესულ სპეცრაზმს ის გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები