საქალაქო სასამართლოში სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ საკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ცენტრ “ემპათიას” 5 ექპერტი გამოიკითხება.

ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დღესვე დაგეგმილია კლინიკა “ვივამედის” ერთ-ერთი ექთნის გამოკითხვაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომვლელი ექთანია.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ პროცესს არც დისტანციურად ესწრება.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენციური დაწესებულებიდან ოქმი და კლინიკა “ვივამედიდან” ცნობა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც, მკურნალი ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ გასცემს. აღნიშნულს სააკაშვილის მინაწერიც ჰქონდა – ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე, გონება დავკარგე და დავეცი“.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს.
შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები