უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ძლიერი ქარის გამო, ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე დაშალეს
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს.
ცნობისთვის, ძლიერ ქარს სამეგრელოში მესამე დღეა ებრძვიან. სტიქიის გამო წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგანათების ბოძები, წყლისა და გაზის მილები. ქარმა დააზიანა 966 შენობა, მათ შორის სკოლების, ბაღების, საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების სახურავები. ქარის გამო, მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ადგილზე მუშაობენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ამოქმედებულია ცხელი ხაზი, მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დახმარება გაუწიონ.
პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა.