სტიქიის მესამე დღე და მსხვერპლი ლანჩხუთში – მაგისტრალზე მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა. მანქანაში მჯდომი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.
შეგახსენებთ, ლანჩხუთში უამინდობის გამო დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სოფელსა და ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. ქარმა 100-მდე სახლს გადახადა სახურავი, მათ შორის პოლიციის სამმართველოს. ხე დაეცა სუფსის დაწყებით სკოლას და სასულიერო გიმნაზიას, დაზიანებულია რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.