სტიქიის შედეგად სენაკში დაშავებული 3 ადამიანიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

სენაკში სტიქიის შედეგად დაშავებული სამი მოქალაქიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების განმარტებით, მათ სახის ძვლებისა და კიდურების მრავლობითი მოტეხილობები აქვთ.

რაც შეეხება მესამეს, მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

ამ დროისთვის, სამივე მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი კონტაქტურები არიან.

ცნობისთვის, 12 იანვარს სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და სამარშრუტო მიკროავტობუსს დაეცა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები