ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმაც შეუწყო.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე მაშველები.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.